ირაკლი ლექვინაძე: „დღეს ტრამვაის ხაზის აღდგენაზე ფიქრის ფუფუნება არ გვაქვს”

909

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის აღდგენის საკითხი მერიაში განიხილება, თუმცა „დღეს ამაზე ფიქრის ფუფუნება არ გვაქვს”.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის აღდგენა საკმაოდ დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული: „მარტო 14 კმ-იანი ხაზი 150 მილიონი ევრო ჯდება. ჩვენ ეს თანხა შეიძლება ჩავდოთ ავტობუსების პარკის განახლებასა და მეტროს ხაზების დამატებაზე. 2022-2030 წლებში შეიძლება ტრამვაის ხაზის აღდგენაზე საუბარი, მანამდე არა”, – განაცხადა ლექვინაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისში ტრამვაის ხაზის აღდგენა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა.

წყარო: კომერსანტი