ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

668

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის მერიასთან, სადაც ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს მათი კორპუსის წინ არსებულ სკვერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ ადგილზე კაფე-ბარ „ფლამინგოს“ მშენებლობაა გადაწყვეტილი.

ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით, კერძო მესაკუთრეს აღნიშნული ტერიტორია მას შემდეგ შესთავაზეს, რაც უკვე ქალაქის ცენტრში არსებული „ფლამინგოს“ ბარის დემონტაჟი განხორციელდა. კაფის ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილ ალტერნატიულ ტერიტორიას ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.

“ფლამინგოს“ თავზე და ტრასაზე ვათამაშოთ ბავშვები? აქ სივრცე არ არის. კი ბატონო, გააკეთონ კაფე-ბარი, ოღონდ იქ, სადაც სივრცე და ტერიტორიაა. ჩვენ აქ კაფე-ბარის მოწყობის საშუალებას არ მივცემთ,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარინა დახუნდარიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი