ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს, 1 ივლისს წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, წარდგენამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
რაც შეეხება კალაძის შემცვლელს, ვოლსკი ადასტურებს, რომ ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილის კანდიდატურა განიხილება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, 36 მისამართზე უკვე გამოიცვალა სახურავები, 23 მისამართზე დასრულდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 50 მისამართზე სართულშუა ნაპრალები შეკეთდა, 62 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი გაკეთდა.
შესრულებული სამუშაოები გამგეობის მიერ 2 078 174 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან შემოსული 288 განცხადება დაკმაყოფილდა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად შევიდა. შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან ერთად გახსნა.
პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტება უკვე სრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 407 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 16 საყრდენი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ახალ სასწავლო წელს ჩხუტუნეთის სკოლა განახლებული შენობით შეხვდება. შენობა სრულად რემონტდება. იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის, სუსტი დენების, სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. ამ დროისათვის დასრულებულია სახურავი, გაყვანილობები, აშენებულია...
საქართველოს პარლამენტი სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს. “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა იურიდიული ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით დასახვეწია, სამართლებრივი ინსტიტუტები გაფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, ხშირ შემთხვევაში, ამ ინსტიტუტებს შორის დარღვეულია ლოგიკური კავშირი, რაც რეგულაციების...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატები მიხეილ კაკაურიძე და გოჩა კოკაია დაასახელა.
როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის საჯარო მოხელე იყო და გლდანის რაიონის პრობლემებს კარგად იცნობს.
"საჯარო მოხელე ვიყავი. ამ ხელუსუფლების მოსვლის შემდგომ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გავხდი", - განაცხადა კაკაურიძემ. მისივე თქმით, ის გლდანის რაიონში არაერთ პროექტს ხელმძღვანელობდა. "დღეს გლდანის რაიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც...
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებების განხორციელება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა ხდებოდეს.
"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. მოგეხსენებათ, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არაერთი შენიშვნა. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის და...
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს რაც შეიძლება დიდი ხნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისი თქმით, სწორეს ამას ეხება ფედერიკა მოგერინის და საქართველოს სხვა პარტნიორებისთვის მიმართვა.
"ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს პროპორციული სისტემის გადავადება საქართველოში. ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ვიწრო საარჩევნო...
ვფიქრობ, ოქტომბრის მეორე ნახევარი ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ოქტომბრის მეორე ნახევარი, ვფიქრობ, ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს არჩევნებმა და კანდიდატებსაც მიეცეთ საშუალება, რომ ნორმალურად ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი...
თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოვიყვანოთ არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში, ოლიგარქიული და კრიმინალური კლანის წარმომადგენელს ნამდვილად არ უწერია გამარჯვება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კახა კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"ოქტომბრის ბოლოს იქნება არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი უკეთეს და განვითარებულ თბილისზე. იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე და თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლობა, შვიდი წევრის ნაცვლად, შესაძლოა, ექვსი წევრით განისაზღვროს. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" უმრავლესობა იმ ფორმულის გადახედვას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრები პარტიებმა უნდა დანიშნონ.
საქმე "საარჩევნო კოდექში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას ითვალისწინებს. მთავარი სიახლე კი არის ის, რომ...
თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
"მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ.თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი, ბუნებრივია, ხელისუფლების კანდიდატი იქნება", - აღნიშნა უდუმაშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ"თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი გუშინ წარადგინა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე ჩანიშნავს არჩევნებს, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს დემოკრატიულ პროცესებთან მიახლოებულად მაინც, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ დროულად არ დაინიშნება, "ქართული ოცნება" ეცდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. "ეს ყველაფერი ვერ უშველით. წელს "ქართული ოცნებისთვის" უებარი გამოსავალი არ არსებობს. წლევანდელი არჩევნები "ქართული ოცნებისთვის"იქნება ყველაზე მძიმე...
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება მთლიანად ხაზს უსვამს საკონსტიტუციო კომისიისა და ვენეციის კომისიის მუშაობას, - ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი, რომელიც, ამ მრავალთვიანი პროცესის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, აზრს უკარგავს იმ სამუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ და ვენეციის კომისიამ გასწიეს.
"ამ ნაბიჯით მთლიანი პროცესი ხაზგადასმულია. ხელისუფლების ასეთი მიდგომა საკითხის მიმართ აჩვენებს საშიშ დამოკიდებულებას...
აგვისტოს ბოლოს, ანუ ზუსტად იმ დღიდან, როდესაც თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 - ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური არსებობას შეწყვეტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, ქვეყანა 2006 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი დარჩება....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































