საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, 36 მისამართზე უკვე გამოიცვალა სახურავები, 23 მისამართზე დასრულდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 50 მისამართზე სართულშუა ნაპრალები შეკეთდა, 62 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი გაკეთდა.
შესრულებული სამუშაოები გამგეობის მიერ 2 078 174 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან შემოსული 288 განცხადება დაკმაყოფილდა.