პრეზიდენტი: თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს

548

საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებების განხორციელება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა ხდებოდეს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. მოგეხსენებათ, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არაერთი შენიშვნა. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის და ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე და ჩვენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი