ზაალ უდუმაშვილი: ოქტომბრის მეორე ნახევარი ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს

583

ვფიქრობ, ოქტომბრის მეორე ნახევარი ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ოქტომბრის მეორე ნახევარი, ვფიქრობ, ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს არჩევნებმა და კანდიდატებსაც მიეცეთ საშუალება, რომ ნორმალურად ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. პრეზიდენტს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისივე განმარტებით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

წყარო: ინტერპრესნიუსი