ნიკა მელია: თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოვიყვანოთ არჩევნებზე

657

თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოვიყვანოთ არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში, ოლიგარქიული და კრიმინალური კლანის წარმომადგენელს ნამდვილად არ უწერია გამარჯვება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კახა კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ოქტომბრის ბოლოს იქნება არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი უკეთეს და განვითარებულ თბილისზე. იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე და თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოვიყვანოთ არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ოლიგარქიული და კრიმინალური კლანის წარმომადგენელს ნამდვილად არ უწერია გამარჯვება და სწორედ ასეთად მიმაჩნია კალაძე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი