ზაალ უდუმაშვილი: თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება

824

თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ.თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი, ბუნებრივია, ხელისუფლების კანდიდატი იქნება”, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი გუშინ წარადგინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი