დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დავით ნარმანია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ახალი სადგურის ტესტირებისას გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რამაც შესაძლოა, სადგურის გახსნის თარიღი გადადოს. დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ აქვს. "მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ასრულებს ძირითად სამუშაოებს, რომლის შემდეგ ტესტირების პროცესი წარიმართება....
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებს საფუძვლიანად, ყურადღებით გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც საზოგადოებრივს ლილუაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა, მოტივირებული შენიშვნების შინაარსის გაცნობა, რა ნაწილშია უთანხმოება, რა ნაწილშია - განსხვავებული მოსაზრებები. "პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად, ყურადღებით გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ მგონია, რაიმე შენიშვნა იყოს. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა...
"ჩვენ მაღალ სტანდარტებს ვაწესებთ. შეხვედრებზე ორ საქართველოს გადავაწყდით, ერთი, რომელსაც ხედავს "ქართული ოცნება" და მეორე, რომელსაც აღწერს ყველა დანარჩენი, ვისაც შევხვდით. "ოცნების" საქართველოში ბევრი გამოწვევა არ არის და მედია თავისუფალია. მეორე საქართველოში სხვა სურათია - მათი თქმით, ხდება ძალაუფლების "ქართულ ოცნებაში" კონსოლიდირება და არ არის თანასწორი გარემო, არის ზეწოლა დაფინანსების წყაროების მოძიებისას. საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზეც", - განაცხადა NDI-ის ოფისის...
მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“  ვალდებულება არ აქვს 2018 წლიდან მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკი შეცვალოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ კომენტარი გააკეთეს თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ სამარშრუტო ტაქსები 2018 წლიდან უნდა განაახლოს. „თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკი შეცვალოს. მწყობრიდან გამოსვლის ან ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსების...
"ტელეიმედის" ინფორმაციით, საქართველის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თელავის საკრებულოს წევრი, ზაზა ზაზაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავა. სამართალდაცავებმა დეპუტატი მუნიციპალიტეტის შენობაში აიყვანა. რა გახდა დაკავების კონკრეტული მიზეზი, ამ საკითხზე კოლეგებს საუბარი უჭირთ. "იმედის" ინფორმაციით, დაკავების ერთ-ერთ ვერსიად ქრთამის აღება სახელდება. დეპუტატმა, მიწის გამარტივებული წესით გადაფორმების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან 15 ათასი დოლარი აიღო. ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. წყარო: იმედინიუსი
დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერიამ "ელიავას ბაზრობის" მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. ამ წუთებში თბილისის მერი ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად ხვდება და მათ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას აცნობს. აღნიშნულ შეხვედრას "ელიავას ბაზრობის" მფლობელებიც ესწრებიან. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა კი, საკრებულოში გაიმართება. "არანაირი შეთავაზება...
განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშაობდეთ, მითუმეტეს რა განცხადებებიც პრეზიდენტისგან, თუ მისი ადმინისტრაციისგან კეთდება, მერწმუნეთ, ვერ იქნებოდა კარგი შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. "მოტივირებულ შენიშვნებს უნდა გავეცნოთ. რა თქვა პრეზიდენტმა ერთია და დოკუმენტი მეორე. ჩვენ განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშობდეთ, მერწმუნეთ, ვერ...
„ქართული ოცნება“ ხალხს არ ენდობა და სწორედ ამიტომ ართმევს რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო. ”ერთ-ერთი ზიანი, რაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა, არის ადგილობრივ თვითმმართველობებში სიტუაციის უკიდურესად დამძიმება - ბიუროკრატიის გაბერვა, ნეპოტიზმი, მეგობრებისა და ნათესავების დასაქმება, თვითმმართველობები...
https://www.youtube.com/watch?v=1Z6Eq4i4cEA ქალაქი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და არა ავტომობილებზე, ეს ერთ-ერთი მთავარი, საკითხია, რომელიც მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმაშია შეტანილი. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობა სწორედ მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს უნდა მიენიჭოთ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას ხმაური იყო. შელაპარაკება "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიას უკავშირდება. შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ნონა კაკაურიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ელიავას ბაზრობის" პიარ მენეჯერია, გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე პირად ინტერესებში დაადანაშაულა. კაკაურიძის თქმით, ბოლქვაძეს უფლება არ აქვს განკარგოს აღნიშნული ტერიტორია. კაკაურიძე "ელიავას ბაზრობის" გადატანას ეწინააღმდეგება და არ სჯერა, რომ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა. მისი ვარაუდით,...
https://www.youtube.com/watch?v=IWLla72Wraw თავისუფალი  დემოკრატები არ გამორიცხავენ, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი თბილისი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს დაუჭირონ.  ნინო გოგუაძეს, შალვა შავგულიძეს და ალეკო ელისაშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე და თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს.  
უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად მომდევნო კვირაში შეიკრიბება. მმართველი გუნდის წევრები მარგველაშვილს ვეტოს გამო აკრიტიკებენ, თუმცა, ამბობენ, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან და გადაწყვეტილებას, დაძლიონ ვეტო თუ გაითვალისწინონ შენიშვნები, ამის შემდეგ მიიღებენ. https://www.youtube.com/watch?v=i_spBw7cGG8&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=lJj_JqiOG7Y&feature=youtu.be „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სენაკში მერობის კანდიდატი მურად შამათავა და სენაკის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დავით ბაქრაძე მოსახლეობას სენაკში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, სენაკში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით, პენსია  20 ლარით გაიზრდება. დავით ბაქრაძემ, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო. წყარო: რუსთავი 2
"ქართული ოცნება" მორიგი საპრეზიდენტო ვეტოს დასაძლევად მობილიზაციას კიდევ ერთხელ აცხადებს. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის სადავო ორი კანონის მოქმედება შეაჩერა, კერძოდ, ვეტოს სამიზნე გახდა ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში", რომელმაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოართვა და "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც, მმართველი პარტიის გარდა, ყველა პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. https://www.youtube.com/watch?v=ttNWy6UULAY&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=xfXRt3w-XK0 პარტია „ევროპულმა საქართველომ“-მ ხულოსა და შუახევში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობისთვის ხულოში -  ნუგზარ სოლომინიძე, ხოლო შუახევში მირზა თურმანიძე იბრძოლებს. სოლომონიძე, ხულოს საკრებულოს წევრია. თავდაპირველად იგი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა,  მოგვიანებით კი პარტია დატოვა  და თებერვლიდან „ევროპული საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის  თავმჯდომარეა. პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას  პარტიის სოციალური პროგრამაც  გააცნო, რომელიც პენსიის  40 ლარით გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,   მაღალმთიანეთის გაზიფიცირებას და გზების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. წყარო: ტვ25
დედოფლისწყაროში მდებარე მე-6 საუკუნის ძეგლის დერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლს რამდენიმე თვის წინ მოწყვეტილი ლოდები დაეცა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიკაშვილის თქმით, ელიას მთაზე ქვისცვენის საშიშროება მთასვლელების მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ აღარ იქნება. "ამ ეტაპზე ტაძრის კლდიდან მოწვეტილი ლოდებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება და მომლოცველებისთის გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება"- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიკაშვილმა. წინასწარმეტყველ ელია ტეზბიტელის სამონასტრო კომპლექსი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ