ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას ხმაური იყო

732

ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას ხმაური იყო. შელაპარაკება “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიას უკავშირდება. შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ნონა კაკაურიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “ელიავას ბაზრობის” პიარ მენეჯერია, გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე პირად ინტერესებში დაადანაშაულა. კაკაურიძის თქმით, ბოლქვაძეს უფლება არ აქვს განკარგოს აღნიშნული ტერიტორია. კაკაურიძე “ელიავას ბაზრობის” გადატანას ეწინააღმდეგება და არ სჯერა, რომ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა. მისი ვარაუდით, ბაზრობის ადგილას სახლებს ააშენებენ. ამასთან, კაკაურიძის მტკიცებით, მათ 1 წლის წინ დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში წარდგენილი აქვთ ბაზრობის განვითარების სავაჭრო-სარეკრეაციო გეგმა, რომელიც არავის განუხილავს.

კაკაურიძის მოსაზრებებს დარბაზში მყოფთა ნაწილი შეეწინააღმდეგა, ნაწილმა კი ტაში დაუკრა.

წყარო: ინტერპრესნიუსი