თავისუფალი დემოკრატები არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი თბილისი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს დაუჭირონ. ნინო გოგუაძეს, შალვა შავგულიძეს და ალეკო ელისაშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე და თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს.