დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
დავით ნარმანია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ახალი სადგურის ტესტირებისას გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რამაც შესაძლოა, სადგურის გახსნის თარიღი გადადოს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
“მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ასრულებს ძირითად სამუშაოებს, რომლის შემდეგ ტესტირების პროცესი წარიმართება. გახსნის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი