პარტია „ევროპულმა საქართველომ“-მ ხულოსა და შუახევში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობისთვის ხულოში – ნუგზარ სოლომინიძე, ხოლო შუახევში მირზა თურმანიძე იბრძოლებს.
სოლომონიძე, ხულოს საკრებულოს წევრია. თავდაპირველად იგი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, მოგვიანებით კი პარტია დატოვა და თებერვლიდან „ევროპული საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას პარტიის სოციალური პროგრამაც გააცნო, რომელიც პენსიის 40 ლარით გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მაღალმთიანეთის გაზიფიცირებას და გზების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
წყარო: ტვ25