სუს-მა თელავის საკრებულოს წევრი დააკავა

688

“ტელეიმედის” ინფორმაციით, საქართველის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თელავის საკრებულოს წევრი, ზაზა ზაზაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავა. სამართალდაცავებმა დეპუტატი მუნიციპალიტეტის შენობაში აიყვანა.

რა გახდა დაკავების კონკრეტული მიზეზი, ამ საკითხზე კოლეგებს საუბარი უჭირთ. “იმედის” ინფორმაციით, დაკავების ერთ-ერთ ვერსიად ქრთამის აღება სახელდება. დეპუტატმა, მიწის გამარტივებული წესით გადაფორმების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან 15 ათასი დოლარი აიღო.

ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.

წყარო: იმედინიუსი