“ჩვენ მაღალ სტანდარტებს ვაწესებთ. შეხვედრებზე ორ საქართველოს გადავაწყდით, ერთი, რომელსაც ხედავს “ქართული ოცნება” და მეორე, რომელსაც აღწერს ყველა დანარჩენი, ვისაც შევხვდით. “ოცნების” საქართველოში ბევრი გამოწვევა არ არის და მედია თავისუფალია. მეორე საქართველოში სხვა სურათია – მათი თქმით, ხდება ძალაუფლების “ქართულ ოცნებაში” კონსოლიდირება და არ არის თანასწორი გარემო, არის ზეწოლა დაფინანსების წყაროების მოძიებისას. საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზეც”, – განაცხადა NDI-ის ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენს.
მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.
მისია შეხვდა “ქართულ ოცნებას”, “პატრიოტთა ალიანსს”, “ევროპულ საქართველოს”, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, პრემიერს, პრეზიდენტს და მედიას.
მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
წყარო: იმედინიუსი