„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალციხის მერობის კანდიდატი შეარჩია. ირაკლი ბარძიმაძეს ოფიციალურად 13 აგვისტოს წარადგენენ.
ბარძიმაძის თქმით, კანდიდატი ახალციხის ორგანიზაციაში, კონსულტაციების შედეგად შეარჩიეს. სახელდებოდა რამდენიმე პირი, მათ შორის, დავით ბალიაშვილი, კობა სანდროშვილი: „ გამარჯვების შანსი თანაბარი იყო, მაგრამ, გადაწყდა პროგრამების მიხედვით, ცოტათი მეტად გაიმარჯვა ჩემმა პროგრამამ“.
გამარჯვებაში დარწმუნებულია და მეორე ტურს არ გამორიცხავს. საფუძველს, 2016 წელს „ოცნების“ მიერ ახალციხეში წაგებული პირველი ტური აძლევს. ფიქრობს,...
მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშოაობა საკრებულოს დეპუტატებს საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკთხთა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა გააცნო. მან განაცხადა, რომ მცირე ჩავარდნა ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების კუთხით არსებობს, დანარჩენი სამსახურების მუშაობა კი მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს.
„ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად გვაქვს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც კანალიზაცია და წყალსადენი გამოსაცვლელია. დავიწყეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ზოგი მილი 20 სმ–ზეა, ზოგი 30– ზე,...
გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის თითქმის ყველა შემოწირულობას, რომელიც შეადგენს რამდენიმე ათას ლარს.
როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიების აქტიური შემოწირულობები დაახლოებით ივლისის ბოლოს დაიწყო.
“მანამდე არსებითი შემოწირულობები არ ყოფილა. ჩვენ თითქმის ყველა შემოწირულობასთან მიმართებაში, რომელიც აჭარბებს რამდენიმე ათას ლარს, დავიწყებთ მათ გადამოწმებას, რათა დავადგინოთ, რამდენად ჰქონდა შემომწირველს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ფინანსური ბრუნვა იმისთვის,...
კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ბევრი შემომწირველი ჰყავს – სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი
”ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით, რადგან მისი შემოწირულება გაცილებით სოლიდურია, კალაძემ აღნიშნა, რომ შემოწირულობები საარჩევნო პროცესის თანმდევი ნორმალური პროცესია.
“სავარაუდოდ, წინასწარ დაიწყო პარტიაში შემოწირულობების გაკეთება, რადგან ძალიან მალე...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადების – პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის გაცნობა.
როგორც ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ განუცხადა, იმის გამო, რომ პარტიების დაფინანსება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან რეზონანსული საკითხია, სახელმწიფო...
დღეს გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის’’ საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და კომპანია „გალფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც დედაქალაქის...
მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა. 36 235 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა - 3 120 ლარი; „საქართველოს...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციური პარტიების მიერ პრაიმერის ჩატარებას წყლის ნაყვად მიიჩნევს და ოპოზიციას შემხვედრ წინადადებას სთავაზობს.
უგულავას თქმით, რაც მეტი წონადი ოპოზიციური კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო მაღალია შანსი, რომ სახელისუფლო კანდიდატი 50%-ს ვერ დააგროვებს.
„თბილისის მერის არჩევნები ითვალისწინებს 50%-იან ბარიერს, ამიტომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. პირველი ტური არის სწორედ პრაიმერი....
კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარიძესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აჭარაში დაგეგმილ...
„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდეს კონსულტაციები ადგილობრივ არჩევნებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიების ნაწილმა ვერ გამოიტანა დასკვნა წინა არჩევნებიდან და დამოუკიდებლად საკუთარ კანდიდატებს უკვე ასახელებს.
„2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება ადგილობრივ არჩევნებამდე. სამწუხაროდ, მიუხედავად „თავისუფალი საქართველოს“ მიერ არაერთი მოწოდებისა, რომ შევჯერებულიყავით ერთიან კანდიდატებზე - ცალკეულმა პარტიებმა და ჯგუფებმა უკვე დაიწყეს საკუთარი...
თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქალაქ თელავის მერიას და სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას, რაც ითვალისწინებს ქ. თელავში რუსთაველის გამზირი...
ხულოში გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება, ბაღის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა. დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუქები. ასევე მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი. მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა ტერიტორიის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოები.
ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა
ალპური ბოტანიკური ბაღით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდა. ორგანიზაცია...
თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
ნარმანია ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას აცნობს.
"ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, თუმცა აქამდე არ შევხვედრივართ ბიზნესმენებს, დეველოპერებს, რომლებსაც ასევე აქვთ შეხება ქალაქის განაშენიანებასთან და განვითარებასთან. ვაცნობთ მათ დეტალებს, გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებს, რათა მოვისმინოთ მათი შენიშვნები, წინადადებები და ესეც ავსახოთ დოკუმენტში",...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო იალაღებს ეწვია და მთების ელექტროფიკაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.
მთავრობის თავმჯდომარე თავდაპირველად ესტუმრა მთა მაჭარელათს, სადაც ელექტრო გადამცემი ხაზები უკვე დამონტაჟებულია. ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად შეხვდა მემთეურებს და პირადად მიულოცა შუამთობის დღესასწაული. როგორც ადგილობრივები...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. დასრულებული სამუშაოები ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის 2 ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, შეკეთდა არსებული 2 სახიდე გადასასვლელი და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემები.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის...
წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი 96 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული პრობლემა რამოდენიმე წელია აწუხებს მოსახლეობას (განსაკუთრებით მძღოლებს).
13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულის დუშეთის,თიანეთის, მცხეთის,ყაზბეგის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში ბატონ ლევან ზაუტაშვილის წინაშე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ბალაშვილის მიერ დასმული გზის რეაბილიტაციის საკითხი ორ კვირაში საქმედ იქცა და უმოკლეს დროში იქნება მოგვარებული.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































