“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძეა

906

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალციხის მერობის კანდიდატი შეარჩია. ირაკლი ბარძიმაძეს ოფიციალურად 13 აგვისტოს წარადგენენ.

ბარძიმაძის თქმით, კანდიდატი ახალციხის ორგანიზაციაში, კონსულტაციების შედეგად შეარჩიეს. სახელდებოდა რამდენიმე პირი, მათ შორის, დავით ბალიაშვილი, კობა სანდროშვილი: „ გამარჯვების შანსი თანაბარი იყო, მაგრამ, გადაწყდა პროგრამების მიხედვით, ცოტათი მეტად გაიმარჯვა ჩემმა პროგრამამ“.

გამარჯვებაში დარწმუნებულია და მეორე ტურს არ გამორიცხავს. საფუძველს, 2016 წელს „ოცნების“ მიერ ახალციხეში წაგებული პირველი ტური აძლევს. ფიქრობს, რომ მაშინ პარტიამ გაიმარჯვა და არა კანდიდატმა: „ხედვები, გეგმები აქვს პარტიას და ახორციელებენ კანდიდატები. თუ პარტიას აქვს სწორი ხედვა, ხალხი ხედავს. ვიცით რა გააკეთა „ნაცმოძრაობამ“ 2014 წლამდე, დღესაც ამით ცოცხლობს ეს რეგიონი“.

კონკურენტად სხვა კანდიდატებს არ მოიაზრებს: „ჩემი კონკურენტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სუსი და პოლიცია“.

გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში კადრებს გადახედავს: „პროფესიონალი დასაქმდება, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიიდანაა. არ იქნება პრემიები, ეს თანხა მოხმარდება რაიონის განვითარებას“.

ირაკლი ბარძიმაძე 1970 წელს დაიბადა. დაამთავრა ახალციხის 1–ლი საშუალო სკოლა. ათი წელი სოფლის მეურნეობაში, ამდენივე კი საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა – იყო გამომძიებელი ასპინძაში, რიგითი პროკურორი ახალციხეში, პროკურორის მოადგილე ახალქალქში, 2008 –2011 წლებში კი ოლქის პროკურატურაში მუშაობდა.

„ნაცმოძრაობას“ 2012 წლიდან შეუერთდა; „2011–ში ვიჩხუბე და წმაოვედი პროკურატურიდან, მაგრამ ვხედავდი რომ ეს იყო ერთადერთი რეალური ევროპული ძალა“.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე