კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარიძესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აჭარაში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც გაიმართა კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროების და უკვე მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
კურორტ „გოდერძიზე“ საძირკველი ჩაეყარა შემდეგ ობიექტებს:
1. სასტუმრო “GOLDMINE”, რომლისთვისაც 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.
2. GSP GROUP – 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.
3. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.
4. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.
საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე“ 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ ასევე დაათვალიერა სასტუმროების „მეტრო ატლას ჯორჯია“ და „ალიანსი რიზორტის“ სამშენებლო სამუშაოები.
გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.