ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში საპროტესტო აქცია იყო. მოქალაქეები ტერიტორიაზე სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, სადაც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა ჩაიყაროს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათი თქმით, ეს საფრთხის შემცველი იქნება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი პატარა ზომის ნაგავსაყრელები სხვა სოფელშიც მოეწყო, რომელიც შემოფარგლული არ იყო და ათობით პირუტყვი იმსხვერპლა. " ძალით აშენებენ ნაგავსაყრელს. ის მანდარინის ნარჩენები დალპება და მომწამვლელი გახდება. ძალიან საშიშია მოსახლეობისთვის....
პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR”-ისა და ,,კივიტას გეორგიკა”-ს წარმომადგენლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ორ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას ინვენტარი გადასცეს. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. “პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში რესურს ოთახების მოწყობას. რესურს ოთახები აღჭურვილი იქნება მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით. პროექტის ფარგლებში აღმზრდელებისა და...
დღეს, დედაქალაქის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეაჯამა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც მისი თქმით, თბილისის სწორი, ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა. გიორგი ტყემალაძემ...
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები გრძელდება. გზის რეაბილიტაცია ჭანტურიას ქუჩაზეც მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს, 430 მეტრზე გზის მოწყობას ითვალისწინებს. „პროექტი ითვალისწინებდა გზის საავტომობილო ნაწილისა და ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და ბეტონის ბორდიულების მოწყობას, ასევე IV საჯარო სკოლასთან არსებული ავტოპარკინგის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია და მიმდინარეობს ასფალტის დაგება...
"საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური, მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს  - თავისი," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „საქართველოში უნდა ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები, საქართველოში უნდა იყოს მიღებული მედიაკოდექსი. ახლა ცდილობენ, რომ დამოუკიდებელი მედია მოკლან. ვთქვათ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სათამაშო ბიზნესი არ გვინდა, თუმცა, ეს არის...
წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინანსებით აჭარაში...
ა(ა)იპ-ებში პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი ინიციატივების დაყენებას, – ასეთია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პოზიცია. პარტიის ის წევრები, რომლებიც 2021-2015 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატები იქნებიან, გაეცნენ “მოზაიკას” მიერ შემუშავებულ დოკუმენტს “გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის”. შემდეგ კი, “მოზაიკას” დოკუმენტის აღსრულების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. “ძალიან მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ იმუშავეთ. საკრებულოს...
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ,,ნინო წილოსანის წინადადებით, პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. „ბრიფინგების ოთახი“ დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში. დიდი მადლობა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს“,...
ერთი წლით - 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლის ხანგრძლივდება მთავრობის უფლებამოსილება, სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული, ნაწილობრივი და მაქსიმალური ოდენობები განსაზღვროს. ამასთან დაკავშირებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ამავე პროექტით, ასევე ერთი წლით - 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით გახანგრძლივდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ვალდებულება, სასწავლო პროგრამების სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტების შესაბამისად განსაზღვრონ. თუ დადგება საჭიროება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო...
კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. დადგენილება, რომელიც თბილისის და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 75 ხმით მიიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება. “ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისათვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის....
1 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სულ ერთი საკითხი იყო გამოტანილი. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს და დაინტერესებულ პირებს მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა წარუდგინა. „მოგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი შეადგენს 36 539 800 ლარს, რომელიც წინა წელს დამტიკცებულ ბიუჯეტთან შედარებით 5 301 200 ლარითაა გაზრდილი“. - განაცხადა ვუგარ მამედოვმა მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტი...
პლატფორმა „სალამი“ მარნეულის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოში შესულ პარტიებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ენობრივი ბარიერის დასაძლევად მერიის პირველ სართულზე სამენოვანი საკონსულტაციო ოფისის შექმნის დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, მარნეულში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა მერიის სერვისებით ვერ სარგებლობს, რადგანაც არსებობს ენის ბარიერი. „სალამის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაფუძნებელი თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ სერვისებზე ხელმიუწვდომლობის პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით ქვემო...
2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებმა განიხილეს და გორის მერს შენიშვნები გადაუგზავნეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კორექტირების ნაწილში წინადადებები მოამზადეს პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმაც, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი დეპუტატია. მამუკა ფანიაშვილი გუნდთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოვიდგადატანილთა დახმარებაც გაითვალისწინოს. გახარიას გუნდის წევრები, საიდანაც ახალი მოწვევის საკრებულოში 3 წევრია, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას ეხმაურება და თვლის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები “ქართული ოცნების” წევრები უნდა იყვნენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გიორგი ხოჯევანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა, რომ თუ კი პარლამენტის მოდელს იზიარებს თვითმმართველობაც, მაშინ საკრებულოს თავმდჯდომარის 3 მოადგილიდან ერთი, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციური პარტიიდან უნდა იყოს, რასაც არ ეთანხმება გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი თავმდჯდომარე. “ამ საკითხს...
წინა სტატია EU4Culture პროექტის ფარგლებში, კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად, ქუთაისი 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. „მოხარული ვარ, რომ ქუთაისი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთ-ერთი პირველი დაიწყებს კულტურის სტარტეგიაზე მუშაობას . უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული კულტურული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს ტრადიციებზე და ამავდროულად, გაითვალისწინებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ დღეს გადმოგვეცა 30 000 ევროს ოდენობის გრანტი და...
წინა სტატია ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შიმშილობას აგრძელებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის შვილი, ნინო ბებია ამბობს, რომ მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ, რადგან ზოგადი დაპირებების გარდა, განსახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მოუსმენიათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ნინო ბებიას ცნობით, აქციის მონაწილეები შიმშილობის გამო უკვე სუსტად არიან და ხშირად უწევთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. მანვე აღნიშნა, რომ დევნილთა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ