გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები გრძელდება. გზის რეაბილიტაცია ჭანტურიას ქუჩაზეც მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს, 430 მეტრზე გზის მოწყობას ითვალისწინებს.
„პროექტი ითვალისწინებდა გზის საავტომობილო ნაწილისა და ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და ბეტონის ბორდიულების მოწყობას, ასევე IV საჯარო სკოლასთან არსებული ავტოპარკინგის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია და მიმდინარეობს ასფალტის დაგება ტროტუარებზე. ჭანტურიას ქუჩის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, თუმცა სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემა მოგვარდება, როგორც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავი მოქალაქეებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.