პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR”-ისა და ,,კივიტას გეორგიკა”-ს წარმომადგენლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ორ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას ინვენტარი გადასცეს. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში რესურს ოთახების მოწყობას. რესურს ოთახები აღჭურვილი იქნება მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით.
პროექტის ფარგლებში აღმზრდელებისა და ბაღის გამგეების გადამზადება მოხდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.