პარლამენტის ბრიფინგების დარბაზს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

318

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ,,ნინო წილოსანის წინადადებით, პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. „ბრიფინგების ოთახი“ დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში. დიდი მადლობა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი შეაფასა, როგორც ჩვენი ისტორიის ღირსეული ქალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე.

ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა.

ბიუროს წევრებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნებში სხვადასხვა საბჭოსა და კომისიაში განსაზღვრული კვოტები დაამტკიცეს.