ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში საპროტესტო აქცია იყო. მოქალაქეები ტერიტორიაზე სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, სადაც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა ჩაიყაროს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათი თქმით, ეს საფრთხის შემცველი იქნება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი პატარა ზომის ნაგავსაყრელები სხვა სოფელშიც მოეწყო, რომელიც შემოფარგლული არ იყო და ათობით პირუტყვი იმსხვერპლა.
” ძალით აშენებენ ნაგავსაყრელს. ის მანდარინის ნარჩენები დალპება და მომწამვლელი გახდება. ძალიან საშიშია მოსახლეობისთვის. ადრე ცეცხლაურთან ყრიდნენ მანდარინის ნარჩენებს, ისეთი დიდი ორმოები იყო 12 ძროხა ჩავარდა. ჩვენთან კი აქვე შენდება. ვერ გამოუშვებ ბავშვებს გარეთ,” – განაცხადა მიშა ბერიძემ.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მოგვიანებით კი მოსახლეობასთან ქობულეთის მერიც მივიდა. ლევან ზოიძის თქმით, იგეგმება ტერიტორიის შემოღობვა და ორმოები დაილუქება. ის ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ამის საშუალებას არ მისცემენ და პროტესტი გაგრძელდება.