იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში

684

წინა სტატია

EU4Culture პროექტის ფარგლებში, კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად, ქუთაისი 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთ-ერთი პირველი დაიწყებს კულტურის სტარტეგიაზე მუშაობას . უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული კულტურული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს ტრადიციებზე და ამავდროულად, გაითვალისწინებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ დღეს გადმოგვეცა 30 000 ევროს ოდენობის გრანტი და იმედი გვაქვს, 300 000 ევროს ღირებულების გრანტსაც მოვიპოვებთ, რათა შემუშავებული სტრატეგია რეალობად ვაქციოთ. მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის EU4Culture წარმომადგენლებს, რომ სწორედ ქუთაისი შეარჩიეს ამ პროექტის განსახორციელებლად. ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შექმნა ხელს შეუწყობს არამხოლოდ თავად კულტურის სფეროს განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის მდგრადი განვითარების პროცესში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.