აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

334

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინანსებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა ორმა პაციენტმა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა.

აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთად აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.