მთავრობის უფლებამოსილება სახელმწიფო სასწავლო გრანტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ერთი წლით ხანგრძლივდება

758

ერთი წლით – 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლის ხანგრძლივდება მთავრობის უფლებამოსილება, სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული, ნაწილობრივი და მაქსიმალური ოდენობები განსაზღვროს. ამასთან დაკავშირებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ამავე პროექტით, ასევე ერთი წლით – 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით გახანგრძლივდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ვალდებულება, სასწავლო პროგრამების სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტების შესაბამისად განსაზღვრონ. თუ დადგება საჭიროება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასური იმაზე მეტი იყოს, ვიდრე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა, ასეთ შემთხვევაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ვალდებული იქნება საკითხი მთავრობას შეუთანხმოს.

კანონპროექტი პირველი მოსმენით 74 – ხმით, ერთი – წინააღმდეგი მიიღეს.