თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დღეს მიღებულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ საკრებულოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა  განაცხადა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომის არალეგიტიმურობის საკითხი იმის მიხედვით განისაზღვრება, მონაწილეობს თუ არა რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვაში საკრებულოს წევრთა უმრავლესობა. ალიბეგაშვილის განცხადებით, საკითხები, რომლებსაც გუშინ დაუჭირეს მხარი, ქალაქისთვის ძალიან...
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომის ჩაშლის წინასწარ დაანონსების ფონზე, საკრებულოს გადაწყვეტილება მათი სხდომაზე არდაშვების თაობაზე ლეგიტიმურია. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. "რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს....
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციას მოსახლეობის აზრის "სიცრუით მართვის" მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში დასრულდა ეს დრო. ამ განცხადებით პრემიერი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს და ვერ ექნება. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა...
„დარწმუნებული ვარ, "იმედის" დებატებიდან ჩემი მოხსნა უშუალოდ კალაძის შტაბში გადაწყდა“, - ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ მაშინ გააკეთა, როდესაც ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობდა. „ტელეკომპანია „იმედი“ ორი დღის განმავლობაში მართავდა ჩვენთან მოლაპარაკებას დღეს მერობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ გადაცემაში და დაგვესვა მწვავე საკითხები, რაც თბილისს...
თბილისის მერობის კანდიდატად რეგისტრირებულმა გოჩა ჯოჯუამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ჯოჯუა "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, droa.ge-ს ინფორმაციით, კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. მან წინასაარჩევნო პერიოდში გამოყოფილი საეთერო დროც სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ჯოჯუა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსთან" საარჩევნო ბლოკში იყო. გარდა ამისა, ჯოჯუა საქართველოს პარლამენტში სწორედ "პატრიოტების" ფრაქციის აპარატის უფროსია. ჯოჯუასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, მერობის 21...
საარჩევნო ადმინისტრაციებმა თბილისსა და რეგიონებში მერობის 21 კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნეს. ამის მიზეზი, უმეტესად, თავად კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა, თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაციის ხარვეზი დაუდგინა. თბილისში მერობის კანდიდატად რეგისტრირებულმა გოჩა ჯოჯუამ, რომელიც "ახალ ქრისტიან-დემოკრატებს" წარმოადგენს და საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსთან" საარჩევნო ბლოკში იყო, droa.ge-ს ინფორმაციით, კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. მან წინასაარჩევნო პერიოდში გამოყოფილი საეთერო დროც სწორედ...
რატომ გადაწყვიტა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა – ასპინძის მოქმედი გამგებელი და მერობის კანდიდატი, ლევან ცაბაძე, დუმილს არღვევს. ცაბაძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატად საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს როსტომ მაგრაქველიძეს ასახელებდა: „კანდიდატის შერჩევა, ჩუმად, ჩემს ზურგს უკან მოხდა. შემთხვევით რომ არ გამეგო, ალბათ წარდგენისას გამაგებინებდნენ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ვერ დავეთანხმებოდი....
ახალციხემ, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, მხოლოდ სამი წელიწადი იარსება და ორი მერი გამოიცვალა. ორ კვირაში, ქალაქ ახალციხესაც და თემსაც, ერთი პიროვნება ჩაიბარებს დამომდევნო ოთხი წელიწადი მას ზრუნვა ერთის ნაცვლად, 47 დასახლებულ პუნქტზე, 18 000–ის ნაცვლად, თითქმის 39 000 მოქალაქეზე მოუწევს. ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი, ახალციხე, სადაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 17 903 ადამიანი ცხოვრობს, თვითმმართველი ქალაქი...
"ახალი ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ტრადიციონალისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, თქვა, რომ პარტიამ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებიც მოხსნა. გოგელაშვილი ამის მიზეზად ფინანსური რესურსის არარსებობას ასახელებს. "არანაირი რესურსის არსებობის პირობებში (არა ოფისი, არა საარჩევნო ბუკლეტი და პლაკატი და არა გადაადგილების საშუალება, სხვა რესურსზე აღარ ვსაუბრობ), გუნდის თითოეულმა...
2017 წლის 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისის საკრებულო განიხილავს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც სახალხო დამცველმა საკითხის საკუთარი ინიციატივით შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე გავრცელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის...
სენაკის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უშანგი ჩილაჩავა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობს. ვიდეორგოლში ის ანსამბლ „სენაკთან“ ერთად მღერის. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას შეფასებით, სწორედ საქართველოს საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით, სენაკის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს „არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ კლიპში, რადგანაც ეს კლიპი სააგიტაციო შინაარსისაა“. https://www.youtube.com/watch?v=gRKhm0GictQ საქართველოს საარჩევნო კოდექსის...
ავტორი: მარიამ ორჟონია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ძირითადი მიგნებები ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი. ასევე, დაჯარიმების ადგილებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება....
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისში მიწები გადაეცა. საკრებულომ გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. ფართობის გადაცემაზე უკვე მიიღო. 31 მომხრე იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. დეპუტატებმა ყოფილი პრემიერისთვის თაბორის მთაზე 5000 კვ.მ. ფართობის გადაცემის გადაწყვეტილებაც მიიღო. საკრებლოს შენობის გარეთ ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პარლამენტის წევრები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის...
თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო. სხდომაზე  ოპოზიციამ გიორგი ალიბეგაშვილს მოსთხოვა განემარტა, თუ რა პრინციპით არ მისცეს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე სხდომიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საკრებულოს წინ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე, საკრებულოში შესვლას ევროპული საქართველოს წევრები ცდილობდნენ, თუმცა შენობასთან დილიდან მობილიზებულმა პოლიციამ, მათ ამის საშუალება არ მისცა. 29...
10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოში იგეგმება გადაწყვეტილების მიღება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თავისუფლების მოედანზე (პუშკინის სკვერის მიმდებარედ) და ოქროყანაში („პანორამა თბილისის“ მშენებარე კომპლექსის სიახლოვეს) მდებარე ტერიტორიების გადაცემის შესახებ. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ტერიტორიების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის პრეფერენციული პირობებით გადაცემის შესახებ სუსტად არის დასაბუთებული, არ ემყარება ცალსახა საჯარო ინტერესს და კითხვებს ბადებს ქალაქის ხელისუფლების მოტივაციის თაობაზე, განსაკუთრებით იმის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ