საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციას მოსახლეობის აზრის “სიცრუით მართვის” მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში დასრულდა ეს დრო.
ამ განცხადებით პრემიერი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს და ვერ ექნება. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, – დასძინა პრემიერმა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციებზე სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ.
წყარო: ინტერპრესნიუსი