თბილისის მერობის კანდიდატად რეგისტრირებულმა გოჩა ჯოჯუამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ჯოჯუა “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, droa.ge-ს ინფორმაციით, კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. მან წინასაარჩევნო პერიოდში გამოყოფილი საეთერო დროც სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ ჯოჯუა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” საარჩევნო ბლოკში იყო. გარდა ამისა, ჯოჯუა საქართველოს პარლამენტში სწორედ “პატრიოტების” ფრაქციის აპარატის უფროსია.
ჯოჯუასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, მერობის 21 კანდიდატი სხვადასხვა მიზეზით მოიხსნა. კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა 10 ოქტომბერს ამოიწურა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.