საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომის ჩაშლის წინასწარ დაანონსების ფონზე, საკრებულოს გადაწყვეტილება მათი სხდომაზე არდაშვების თაობაზე ლეგიტიმურია.
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
“რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას სწორ სვლად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მე ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული – საკრებულოს სხდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება – უნდა აღიკვეთოს”,- განაცხადა მდინარაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი