ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი მართალია დასრულებულია, თუმცა მუზეუმის გახსნა 7 ნოებრისთვის , სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
"ამ ეტაპზე იმ შენობის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს. ექსპოზიციებს განთავსებას დრო სჭირდება. ვფიქრობ, სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე მუზეუმის გახსნა ერეკლეობისთვის ვერ მოესწრება და კომპლესის პრეზენტაცია წლის...
მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი მოხვდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჯერად სპეციალური კრიტერიუმები ბოდბემ და ზემო მაღარომ დააკმაყოფილა და ისინი უახლოეს პერიოდში კანონით, გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში ოთხ სოფელს აქვს. ესენია: ნუკრიაანი, ქვემო მაღარო, ზემო მაღარო და ბოდბე.
წყარო: იმედინიუსი
დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას დროს ბევრი საქმე გაკეთდა და ის ნებისმიერ თანამდებობაზე წარმატებული იქნება.
"დავით ნარმანია იყო მერი, რომლის პერიოდშიც გაკეთდა ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე გაკეთებულა თბილისის ისტორიაში, ადამიანი, რომელიც სისტემურად უდგებოდა თბილისში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. ძალიან დიდი მადლობა მას გაწეული სამუშაოსთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ თანამდებობაზე გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს", - განაცხადა...
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა სიებში შესწორებების შეტანის ვადა ამოიწურა, თუმცა, სიებში ეგრეთ წოდებული „მკვდარი სულები“ ისევ რჩებიან.
ერთ–ერთი ასეთი, N12–ე აგარის საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული 1404 ამომრჩევლიდან, რომელიც ხუთ სოფელს: აგარას, ზიკილიას, საყუნეთს, წინუბანსა და გურკელს მოიცავს,სამი ისეთი ამომრჩეველია, რომლებიც გარდაცვლილები არიან, სამივე მათგანი სოფელ საყუნეთიდან.
როგორც ადგილზე „სამხრეთის კარიბჭეს“ საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრებმა განუმარტეს, ერთ–ერთი გარდაცვლილის რამაზ ტაბატაძის...
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8, ხოლო 10 მაჟორიტარული ოლქიდან ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარის სტატუსით მოსახვედრად 81 კანდიდატი იბრძოლებს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქუთაისის 59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.
ოსეფაიშვილმა საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მერობის 10 კანდიდატიდან 2-მა, ხოლო მაჟორიტარობის 86 კანდიდატიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ხუთმა კანდიდატმა განაცხადა. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს,...
თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემდეგ პირებზე:
ზუგდიდის მერობის კანდიდატები;
პარტიების მიერ ზუგდიდის საკრებულოში წარდგენილი საარჩევნო სიების პირველ ნომრები;
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილ მერობის კანდიდატები
წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის...
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს. წულუკიანმა ეს განცხადება, გუშინ საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან ყველა პარტიას მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში გამართონ.
"ვფიქრობ ნებისმიერი ციებ-ცხელება, ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა.
მინდა...
გელა ბარძიმაძე ხმას ახალციხეში, N8–ე უბანზე აძლევს. გელა ეტლით მოსარგებლეა, მისი საარევნო უბანი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სართულზეა. აქამდე, გელას, არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულს, ხშირად მეგობრების დახმარება სჭირდებოდა.
„ახლა ელექტრო ეტლი მაქვს და შესვლას შევძლებ, აქამდე ჩვეულებრივი ეტლით რომ მივდიოდი უბანზე, დახმარება მჭირდებოდა, იქ ისეთი პანდუსია დამოუკიდებლად ვერ ახვალ“, – გვიხსნის იგი.
ახალციხის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ცდილობენ ისეთი შენობები შეარჩიონ,...
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, პორტის მშენებლობის იურიდიულ მხარეზე მუშაობა დასრულდა, მეორე ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
ერთი ეტაპი - იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე. ამის გამო, ეს პროექტი ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და სამუშაოებს ჩვენ გავაკონტროლებთ", - განაცხადა ალავიძემ და დასძინა, რომ...
ტელეკომპანია "იმედმა" თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე არ მიიწვია ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუგავამ განცხადება გააკეთა:
"დებატებში არ მონაწილეობს მშრომელების მერობის კანდიდატი. მიზეზად დაასახელეს, რომ თურმე პარტიის ლიდერის და ჩემი გამონათქვამები მათვის შეურაცმყოფელი ყოფილა.
ჯერ ერთი, სტუდიაში იმ პარტიის წარმომადგენლები ყავთ მიწვეული, ვის ლიდერებსაც თავის დროზე იმედის დარბევის ბრძანება აქვს გაცემული, ხოლო ივანიშვილი (რომლის ჯიბის ტელევიზიადაა დღეს...
გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "ამომრჩევლის პირისპირ" თბილისის მერობის კანდიატების დებატები გაიმართა. თუმცა დებატებში მონაწილეობა არ მიუღია "შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს თენგიზ შერგილაშვილს. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, "იმედმა" მის დებატებში მისვლაზე რამდენი წუთით ადრე თქვა უარი.
"იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა აღნიშნულს გაუგებრობას უწოდებს და მიზეზის განმარტებისგან თავს იკავებს.
წყარო: აიპრესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე სოსო გურულის, ზურაბ ბერიაშვილისა და პაატა დევიძის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მსჯელობს.
როგორც სასამართლო პროცესზე სამართალდმცავი უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, სამივე დაკავებული აქციაზე განსაკუთრებული აგრესიითა და პროვოკაციებით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავებს და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მათ არ...
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. აქ მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რომელიც რეგიონებში პროექტების მონიტორინგს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სისტემატურად ეცნობა.
გასულ წელს საფარის მონასტერთან მისასვლელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამჯერად...
თუკი მე ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დავიწყებდი და პოლიციელების თავზე გავივლიდი, შენობაში არ უნდა შევეშვი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა, თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.
"თუ მე, გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის წევრი ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას აგრესიული ადამიანებით მივადგები, აგრესიულ ხალხთან ერთად საფრთხე ვიქნები იმისა, რომ შენობაში სიტუაცია აირევა და საკრებულო თავის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა, ამ შემთხვევაში, უფლება...
“ევროპული საქართველო” გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განმარტა, გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე კანონი დაირღვა, რის გამოც, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური ვერ იქნება.
“გუშინ რამდენიმე კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი. დაირღვა კანონი, როცა ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად უკანონოდ უფორმებენ ტერიტორიებს მაშინ, როცა არანაირი საჯარო ინტერესი ამ ამბავს ზურგს არ უმაგრებს. მეორე დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ...
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება, დუშეთში - ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში - ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი.
„ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და რაც მთავარია, მზად არიან, დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































