პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება, დუშეთში – ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში – ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში – ალექსანდრე ზაგაშვილი.
„ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და რაც მთავარია, მზად არიან, დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ პრობლემის მოგვარებაში. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, „ქართულ ოცნება“, განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ და რაც კეთდება ხალხისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში წარადგინა.
წყარო: ინტერპრესნიუსი