გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემაში “ამომრჩევლის პირისპირ” თბილისის მერობის კანდიატების დებატები გაიმართა. თუმცა დებატებში მონაწილეობა არ მიუღია “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატს თენგიზ შერგილაშვილს. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, “იმედმა” მის დებატებში მისვლაზე რამდენი წუთით ადრე თქვა უარი.
“იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა აღნიშნულს გაუგებრობას უწოდებს და მიზეზის განმარტებისგან თავს იკავებს.
წყარო: აიპრესი