ტელეკომპანია “იმედმა” თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე არ მიიწვია ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუგავამ განცხადება გააკეთა:
“დებატებში არ მონაწილეობს მშრომელების მერობის კანდიდატი. მიზეზად დაასახელეს, რომ თურმე პარტიის ლიდერის და ჩემი გამონათქვამები მათვის შეურაცმყოფელი ყოფილა.
ჯერ ერთი, სტუდიაში იმ პარტიის წარმომადგენლები ყავთ მიწვეული, ვის ლიდერებსაც თავის დროზე იმედის დარბევის ბრძანება აქვს გაცემული, ხოლო ივანიშვილი (რომლის ჯიბის ტელევიზიადაა დღეს ქცეული “იმედი”) ყიდულობდა დარბევის იარაღს და პრემიებს გასცემდა მარბიელ სპეცნაზელებზე, მაშინ როდესაც ჩვენ სიცოცხლის რისკის ფასად ვიცავდით ამ ტელეკომპანიას.
სინამდვილეში, დღეს იმედმა კახი კალაძის დაკვეთა შეასრულა, რომელსაც სტუდიაში არ სურდა გიორგი გუგავას ხილვა, რომელიც დაუფარავად და შეულამაზებლად ამხელდა მის მაფიოზურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედმა მერობის კანდიდათა დებატებში მონაწილეობაზე ბოლო წუთებში უთხრა უარი “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატს თენგიზ შერგელაშვილსაც.