ზურაბ ალავიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება

922

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, პორტის მშენებლობის იურიდიულ მხარეზე მუშაობა დასრულდა, მეორე ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ერთი ეტაპი – იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე. ამის გამო, ეს პროექტი ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და სამუშაოებს ჩვენ გავაკონტროლებთ”, – განაცხადა ალავიძემ და დასძინა, რომ პორტის მშენებლობა სახელმწიფოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საშუალებას მისცემს.

ზურაბ ალავიძემ აგვისტოში თქვა, რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

წყარო: იმედინიუსი