მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი მოხვდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჯერად სპეციალური კრიტერიუმები ბოდბემ და ზემო მაღარომ დააკმაყოფილა და ისინი უახლოეს პერიოდში კანონით, გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში ოთხ სოფელს აქვს. ესენია: ნუკრიაანი, ქვემო მაღარო, ზემო მაღარო და ბოდბე.
წყარო: იმედინიუსი