ადიგენში, სოფელ ჩორჩანთან, სპეც.დანიშნულების რაზმის სამი მანქანა და 15–მდე სპეცრაზმელია მობილიზებული.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
ნაოხრების საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მათ ავიწროვებენ. ახალციხის საკრებულოს წევრი ტიგრან მელქონიანი კი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ატარებს.
საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობა, მედიის გამოჩენამ გააღიზიანა. რამდენიმე მამაკაცი ჟურნალისტებს შენობის დატოვებას სთხოვდა. საკრებულოს წევრი "მე–9 არხის" ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა.
მელქონიანი ამბობს, რომ მათ სოფელში მმართველმა...
თეა წულუკიანი facebook-ის პირად გვერდზე არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს სრულად:
"მე დღეს ჩემი არჩევანი გავაკეთე და, როგორც 2012 წელს, შემოვხაზე 41. ეს ის ძალაა, რომელიც ბევრს მუშაობს, ბევრს აშენებს, მათ შორის კანონებით, ბევრს აუმჯობესებს, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, გზას ხსნის ევროპისკენ და, მისდამი მრავალი მწვავე კრიტიკისა და დაუმსახურებელი აგრესიის მიუხედავად, ბოლომდე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის...
ხელისუფლებამ მახინჯი გეგმა არჩევნებამდე ღიად განაცხადა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კუკავამ ჟურნალისტებს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეკა ბესელიას განცხადება წარუდგინა, რომელიც ბესელიამ ორი დღის წინ გააკეთა. ეკა ბესელია ამბობს, რომ დედაქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებს. ასევე ბესელია აცხადებს, რომ მეორე ტურები ალბათ რამდენიმე რეგიონში იქნება.
კუკავას შეფასებით, ეს...
"ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამირა იმაილოვას განცხადებით, არჩევნები ბოლნისში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, განსაკუთრებულად დაძაბულია ვითარება ბოლნისის რაიონის რამდენიმე სოფელში. ისმაილოვას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები უბნებიდან საარჩევნო კომისიის "ენმ"-ს წევრებს აძევებენ.
მისივე თქმით, "ენმ"-ს წევრები ცდილობენ დაწერონ საჩივრები არსებულ დარღვევებზე, თუმცა ამის საშუალებას მათ "ქართული ოცნების" წევრები არ ამბობენ.
წყარო: პირველი რადიო
სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე 2-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი, როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად და მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლმა ივანე ნორაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ დატრიალდებოდა “კარუსელი”, ცესკო გაფრთხილებული იყო, თუმცა მათ პრევენციისთვის არაფერი გააკეთეს.
„ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის, როცა ამომრჩევლები მივიდნენ...
"სამართლიანმა არჩევნებმა" ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში - 42, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 47 საჩივარი დაწერეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დამკვირვებლების მიერ არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. განსაკუთრებით პრობლემურია მარნეულის #31-ე, 18-ე, 51-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები. ხარვეზები ფიქსირდება, ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამოდენიმე უბანზე.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს....
ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ დღეს, მის დასახმარებლად, ასპინძაში მორაგბეები ჩავლენ.
ლევან ცაბაძემ არჩევანი 12:00 საათზე, დაბაში, 23–ე უბანზე დააფიქსირა. მისი განცხადებით, დღეს ასპინძაში, მის მხარდასაჭერად, მისი მეგობარი მორაგბეები აპირებენ ჩასვლას: "მთავრობისთვის სამწუხაროდ, მორაგბე ვარ. ჩემი მეგობრები უბრალო მორაგბეები არიან, ისინი ჩემს დასახმარებლად მოდიან არა როგორც მორაგბეები, არამედ, როგორც მეგობრები. ამ ფონზე, ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ...
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ ამ დროისთვის არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში დარღვევებით მიმდინარეობს.
ქარდავას თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავენ, გარდა ამისა ფიქსირდება სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობებიც.
წყარო: იმედინიუსი
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტებს აგრესიით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არხის ჟურნალისტები ავრცელებენ.
ჟურნალისტის, შორენა ბიჭიკაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები, კოორდინატორები და ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა წმინდაწყლისა და კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 100-ე უბანთან მოხდა, სადაც ,,თრიალეთის" ჟურნალისტების მიმართ უბნის გარეთ მყოფმა პირებმა აგრესია გამოხატეს. ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები ეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ,,შენების მოძრაობის" მხარდაჭერები არიან.
არხის ჟურნალისტები...
წინასწარი კვლევებით, ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რათა პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ აქციებს თუ არჩევნები გაყალბდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები. მისივე თქმით, ბოლო წლებში ყველა არჩევნებთან მიმართებაში ცალსახადაა ნათქვამი,...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, 41-ე უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი სარჩელი დაიწერა.
როგორც ადგილიდან კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გვაცნობა, აღმოაჩინეს რეგისტრატორის ერთი ზედმეტი ბეჭედი, ამის შესახებ სარჩელი უკვე დაწერილია, დალუქულია ბეჭედიც.
აღნიშნულ უბანზე მეორე საჩივარი გადასატანი ყუითის სიებთან დაკავშირებით დაიწერა, როგორც კომისიის წევრი გვეუბნება, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები, პარალელურად ფიქსირდებიან სამაგიდო სიებში: "სამაგიდო სიებში მითითებული არ არის, ის ადამიანები, ვინც გადასატანი...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.
"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.
დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს შორის წილისყრით დაკისრებული უფლებამოსილებები შეცვალეს.
ამის მიზეზი პროცედურული დარღვევები გახდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენელმა დააფიქსირა.
ლიზა ყაზიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთა და კომისიის რეგისტრატორთან გაგზავნა. რეგისტრატორმა კი, ბიულეტენები გადასცა. ლიზა ყაზიშვილის მითითების შემდეგ, ბიულეტენი გააბათილეს.
დამკვირვებელი იტყობინება, რომ სკრის 59-ე უბანთან ,,ქართული ოცნების" აგიტატორების სიმრავლეა და ამომრჩევლის ნებაზე...
უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზეწყარო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანში ზუგდიდის ოლქის ბიულეტენი მექანიკური შეცდომის შედეგად აღმოჩნდა.
„ეს ბიულეტენები შეკრულია 50 ცალებად და როგორც ჩანს ბეჭვდისას მექანიკურად გაერია. შესაბამისი ოქმი შედგა და ეს ბიულეტენი ცალკე გადაიდო. ამომრჩევლის მიერ ის გამოყენებული არ ყოფილა“, - განუცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „ლაივპრესს“.
წყარო: LivePress
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































