ელისაშვილის წარმომადგენელი: სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა

530

სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე 2-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი, როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად და მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი იყო, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლმა ივანე ნორაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ დატრიალდებოდა “კარუსელი”, ცესკო გაფრთხილებული იყო, თუმცა მათ პრევენციისთვის არაფერი გააკეთეს.

„ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის, როცა ამომრჩევლები მივიდნენ უბნებზე და მათ გრაფებში ხელი უკვე მოწერილი იყო სხვა ადამიანების მიერ. ჩვენ ვაფრთხილებდით ცესკო-ს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, ვითხოვდით ნებართვას, რომ სიები გადაგვემოწმებინa ალტერნატიული, ელექტრონული საშუალებებით, მაგრამ ცესკო-სგან მივიღეთ უარი და ახლა ამ უარის შედეგებს ვიმკით“, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი