ლევან ცაბაძე: ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ მორაგბეები ჩემს გვერდით იქნებიან

842

ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ დღეს, მის დასახმარებლად, ასპინძაში მორაგბეები ჩავლენ.

ლევან ცაბაძემ არჩევანი 12:00 საათზე, დაბაში, 23–ე უბანზე დააფიქსირა. მისი განცხადებით, დღეს ასპინძაში, მის მხარდასაჭერად, მისი მეგობარი მორაგბეები აპირებენ ჩასვლას: “მთავრობისთვის სამწუხაროდ, მორაგბე ვარ. ჩემი მეგობრები უბრალო მორაგბეები არიან, ისინი ჩემს დასახმარებლად მოდიან არა როგორც მორაგბეები, არამედ, როგორც მეგობრები. ამ ფონზე, ხმებს დაცვა სჭირდება, ამიტომ ისინი ჩემს გვერდით იქნებიან”.

ფონში ცაბაძე წინასაარჩევნო პერიოდში მის მხარდამჭერებზე ზეწოლას გულისხმობდა. იგი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მის მხარდამჭერებზე სუს–ის ზეწოლამ მას ვერაფერი დააკლო, მაგრამ “ქართული ოცნების” რეიტინგზე ძალიან იმოქმედა. ცაბაძე ფიქრობს, რომ ზეწოლა, წინასაარჩევნო პერიოდში მთელი რეგიონის მასშტაბით იყო.

ლევან ცაბაძის თქმით, ამ დრომდე ასპინძაში სიმშვიდეა. იგი არ გამორიცხავს, რომ დღის მეორე ნახევარში გაყალბების მცდელობები იყოს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეტის კარიბჭე