პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.
“მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.
დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით.
ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები”, – ნათქვამია განცხადებაში.