წადით აქედან! – საკრებულოს წევრი “მე–9 არხს”

687

ნაოხრების საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მათ ავიწროვებენ. ახალციხის საკრებულოს წევრი ტიგრან მელქონიანი კი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ატარებს.

საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობა, მედიის გამოჩენამ გააღიზიანა. რამდენიმე მამაკაცი ჟურნალისტებს შენობის დატოვებას სთხოვდა. საკრებულოს წევრი “მე–9 არხის” ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა.

მელქონიანი ამბობს, რომ მათ სოფელში მმართველმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს.

შემთხვევის შესახებ შენიშვნა დაწერა დამკვირვებელმა. მასში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” აგიტაციას აწარმოებდნენ.

სიტუაციის გასარკვევად უბანზე მივიდნენ “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

წყარო: tv9news.ge