ცესკო: ხობში ზუგდიდის ოლქის ბიულეტენი მექანიკურად აღმოჩნდა

583

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანში ზუგდიდის ოლქის ბიულეტენი მექანიკური შეცდომის შედეგად აღმოჩნდა.

„ეს ბიულეტენები შეკრულია 50 ცალებად და როგორც ჩანს ბეჭვდისას მექანიკურად გაერია. შესაბამისი ოქმი შედგა და ეს ბიულეტენი ცალკე გადაიდო. ამომრჩევლის მიერ ის გამოყენებული არ ყოფილა“, – განუცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „ლაივპრესს“.

წყარო: LivePress