“ნაციონალური მოძრაობის” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამირა იმაილოვას განცხადებით, არჩევნები ბოლნისში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, განსაკუთრებულად დაძაბულია ვითარება ბოლნისის რაიონის რამდენიმე სოფელში. ისმაილოვას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები უბნებიდან საარჩევნო კომისიის “ენმ”-ს წევრებს აძევებენ.
მისივე თქმით, “ენმ”-ს წევრები ცდილობენ დაწერონ საჩივრები არსებულ დარღვევებზე, თუმცა ამის საშუალებას მათ “ქართული ოცნების” წევრები არ ამბობენ.
წყარო: პირველი რადიო