ოზურგეთში 41-ე უბანზე ერთი ზედმეტი ბეჭედი აღმოაჩინეს

728

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, 41-ე უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი სარჩელი დაიწერა.

როგორც ადგილიდან კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გვაცნობა, აღმოაჩინეს რეგისტრატორის ერთი ზედმეტი ბეჭედი, ამის შესახებ სარჩელი უკვე დაწერილია, დალუქულია ბეჭედიც.

აღნიშნულ უბანზე მეორე საჩივარი გადასატანი ყუითის სიებთან დაკავშირებით დაიწერა, როგორც კომისიის წევრი გვეუბნება, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები, პარალელურად ფიქსირდებიან სამაგიდო სიებში: “სამაგიდო სიებში მითითებული არ არის, ის ადამიანები, ვინც გადასატანი ყუთით სარგებლობს. ამაზედაც უკვე დავწერეთ საჩივარი_გვითხრა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელმა ამავე კომისიაში ამირან ბაქანიძემ.