კახა კუკავა: ხელისუფლებას არჩევნების შედეგები წინასწარ აქვს გაწერილი

656

ხელისუფლებამ მახინჯი გეგმა არჩევნებამდე ღიად განაცხადა, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კუკავამ ჟურნალისტებს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეკა ბესელიას განცხადება წარუდგინა, რომელიც ბესელიამ ორი დღის წინ გააკეთა. ეკა ბესელია ამბობს, რომ დედაქალაქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებს. ასევე ბესელია აცხადებს, რომ მეორე ტურები ალბათ რამდენიმე რეგიონში იქნება.

კუკავას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არჩევნების შედეგები წინასწარ აქვს გაწერილი.

“ხელისუფლება წინასწარ ქმნის სასურველ სურათს. თუ კი არ იქნება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, არჩევნები გაყალბდება მოქალაქეთა კავშირის და “ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით”, – განაცხადა კუკავამ.

წყარო: 1ტვ