ქუთაისის 59–ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიაში არჩევნების დღეს 18 სარჩელი შევიდა.
არჩევნების მეორე დღეს კომისიაში დამატებით 2 საჩივარი შევიდა.
„საიამ“ 13 საჩივარი დაარეგისტრირა, ერთ საჩივარი დაწერა „სამართლიანმა არჩევნებმა“. ჯამში, საოლქო კომისიას 34 საჩივრის განხილვა მოუწევს.
დღეს კომისიას 14 საჩივრის განხილვას გეგმავს.
მეოცე უბანზე დაფიქსირებული დარღევის განხილვას ინციდენტი მოყვა. შემთხვევა, რომელიც საკონტროლო ფურცელზე კომისიის წევრის გვარის გამორჩენას უკავშირდება, „სამართლიანი არჩევნებმა“ გაასაჩივრა. კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. საიამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი დღეს, 25 ოქტომბერს შეიტანა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივარში, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და იმ ბათილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს, რომელიც N4 დამალის საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა.
საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ N4 უბანზე 50 ბათილი ბიულეტენი აღმოჩნდა, რაზეც ორგანიზაციამ ასპინძის საარჩევნო...
"უზარმაზარ მადლობას ვუხდი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საერთოდ ჭკვიანი ხალხია, - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. მეჭიაურის კომენტარს "პირველი რადიო" ავრცელებს.
"უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება. რაღაც საკითხებში, დავუშვათ, ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა...
თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი ხდება. მცხეთის სასამართლოს პირველი ინსტანციამ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა.
როგორც ცნობილია, მეჭიაურმა არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატს 1 ხმით მოუგო, თუმცა, მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 ბათილი ბიულეტინი ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა, რითიც არჩევნების შედეგები შეიცვალა.
„სასამართლო გადაწყვეტილებით, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება.
დასუფთავების პირველი აქცია დღეს, საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
გლდანის მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ოთარ გრიგოლიამ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვასუფთავებთ ქალაქს...
#19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 5-6 საათზე ჩაატარა სხდომა, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა #20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათვალა ბათილი ბიულეტენები. დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში...
„ახალი ერთობა საქართველო“ თბილისში 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასაჩივრებს და მათ გადათვლას ითხოვს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ახალი ერთობა საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათ არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს მანიპულაციის ფაქტები, თუ როგორ აკლებენ „ახალი ერთობა საქართველოს“ მოპოვებულ ხმას და მის ნაცვლად დაბალ ციფრებს უწერენ.
ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა მათ მიერ ისნის საოლქო კომისიაში გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც მათი თქმით, საარჩევნო კომისიის...
https://www.youtube.com/watch?v=ss9WIt8ZBDk
არჩევნების დასრულების შემდეგ საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო: ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კომისიებში 500-მდე საჩივარია შესული. მათი ნაწილი ხმების შეჯამებასა და უბნის დახურვას უკავშირდება, ნაწილი კი კენჭისყრის პროცედურებს.
საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა საჩივრების განხილვა ფოთის #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხდომაზე ჯამში 6 საჩივარი განიხილეს, 2 კი განუხილველი დატოვეს. ხმაური კომისიის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა 4...
სულ მალე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილ 25 სავარძელს "ქართული ოცნების" წევრები სრულად დაიკავებენ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში სწორედ მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მიღებული შედეგების ანალიზიდან ირკვევა, რომ საკრებულოს მომავალი წევრებისთვის მხარი დედაქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 21.88%-ს დაუჭერია.
ამ არჩევნებზე თბილისის ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა 943 423 იყო. არჩევნებზე კი ამომრჩეველთა მხოლოდ 43.4%, ანუ 409...
https://www.youtube.com/watch?v=SriXKd5tJ_Q
თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. ცენტრალურის საარჩევნო კომისიის მონაცემებით ის დამარცხდა, თუმცა თავად კანდიდატი ამბობს, რომ ზუსტად ერთი ხმით მოიგო და ამ შედეგს სასამართლოში დაიცავს.
მეჭიაურის ერთადერთი კონკურენტი მმართველი გუნდის წევრი ლელა ქიტესაშვილი იყო, მეჭიაური ამტკიცებს, რომ მას ხმები ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, უსამართლოდ დაუმატეს.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თიანეთში ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, რის შედეგადაც თამაზ მეჭაურს ხმათა...
"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
გორის მერობისს კანდიდატმა ალეკო ლურსმანაშვილმა არჩევნებში 393 ხმა მიიღო. ამის შესახებ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებით გახდა ცნობილი.
კომუნისტების ლიდერმა ყველაზე მეტი ხმა გორის უბნებიდან მიიღო - 193 ხმა.
რაც შეეხება სოფლებს, აქ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სოფელ პატარა გარეჯვარში აღმოჩნდა - 16 მოქალაქე. ცესკოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა.
არის უბნები, სადაც კომუნისტების კანდიდატმა ვერც...
https://www.youtube.com/watch?v=_VXjDSVXAzk
სენაკის მერობის კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“ აპოლონ გარუჩავა „ქართულ ოცნებას“ მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დავალებით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი პლაკატების ჩამოხევაში ამხილა, მასზე მუქარა დაიწყო.
როგორც კანდიდატი ირწმუნება „ქართული ოცნების“ დავალებით პროცესში ჩართული იყო თეკლათის გამგებელი და პარტიის „ზონდერები“ გიორგი გაბედავა და ლევან მამულაშვილი.
როგორც აპოლონ გარუჩავა ირწმუნება, მას ურეკავდნენ...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით შელიამ გაიმარჯვა. მან 233 ხმა მიიღო, რაც 47,75%-ს შეადგენს. მმართველი პარტიის კანდიდატ ელგუჯა ესართიას კი 206 ხმა აქვს. ეს 42,21%-ია. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიადტმა ლავრენტ ყორშიამ 49 ხმა მიიღო, რაც 10,04%-ია.
რაც შეეხება ანაკლიის მეორე 91-ე უბანს, აქ მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო. ელგუჯა ესართიას 111 (42,37%) ხმა...
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და მერის არჩევა მიულოცა.
„მადლობა მხარდაჭერისთვის! დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მინდა, ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მე მხარი დამიჭირა, დიდი მადლობა ვუთხრა. მინდა, მივულოცო ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი არჩეული მერი და გისურვოთ წარმატებები. მე, როგორც ვთქვი, ვრჩები ზუგდიდში, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი კუთხისთვის ვიქნები აქ, თქვენს გვერდით“, - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 საარჩევნო სუბიექტი ხვდება.
საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია.
წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში საარჩევნო ბარიერს ლახავენ ,,ქართული ოცნება", ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ,,ევროპული საქართველო", ,,პატრიოტთა ალიანსი", ,,ლეიბორისტული პარტია".
რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის, ახმეტისა და ყვარლის საკრებულოებში წარმოდგენილი იქნება ლეიბორისტული პარტია.
ახმეტა:
ქართული ოცნება - 54.76%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16.35%
ევროპული საქართველო - 13.89%
პატრიოტთა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































