რაც შეეხება ანაკლიის მეორე 91-ე უბანს, აქ მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო. ელგუჯა ესართიას 111 (42,37%) ხმა აქვს. დავით შელიას 100 (38,17%), ლავრენტ ყორშიას კი 51 (19,47%) ხმა. თუმცა, ორივე უბნის მონაცემების მიხედვით, ჯამში ანაკლიაში ენმ-ის მაჟორიტარმა კანდიდატმა 16 ხმით მოიგო.
„ოცნების“ მაჟორიტარის მარცხის მიუხედავად, მოიგო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ. მას 32-ე საარჩევნო უბანზე 199-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მას ოთხი ხმით ჩამორჩება ენმ-ის კანდიდატი ლევან კონჯარია. 91-ე უბანზე ლაშა გოგიამ 109 ხმა მიიღო, ლევან კონჯარიამ 66. ჯამში ანაკლიის ორივე უბანში „ოცნების“ მერობის კანდიდატმა 47 ხმით გაიმარჯვა.
ანაკლიაში მოიგო პარტია „ქართულმა ოცნებამ“. 32-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 219 ხმა აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი 207. „ევროპულმა საქართველომ“ 46 ხმა მიიღო. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 6, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5, კახა კუკავას პარტიამ ორი, „რესპუბლიკელებმა“ კი ერთი ხმა მიიღეს.
91-ე უბნის მონაცემებით, მმართველ პარტიას 116 ხმა აქვს, 91 კი ენმ-ს. ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიაში 13 ხმით მოიგო.