დომენტი სიჭინავამ თანაქალაქელებს მერის არჩევა მიულოცა

731

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და მერის არჩევა მიულოცა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის! დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მინდა, ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მე მხარი დამიჭირა, დიდი მადლობა ვუთხრა. მინდა, მივულოცო ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი არჩეული მერი და გისურვოთ წარმატებები. მე, როგორც ვთქვი, ვრჩები ზუგდიდში, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი კუთხისთვის ვიქნები აქ, თქვენს გვერდით“, – განაცხადა დომენტი სიჭინავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ გაიმარჯვა. დომენტი სიჭინავამ კი ხმების საერთო რაოდენობის 14,48% პროცენტი მიიღო, რაც 6245 ხმაა.

წყარო: ლაივპრესი