კომუნისტების ლიდერმა ყველაზე მეტი ხმა გორის უბნებიდან მიიღო – 193 ხმა.
რაც შეეხება სოფლებს, აქ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სოფელ პატარა გარეჯვარში აღმოჩნდა – 16 მოქალაქე. ცესკოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა.
არის უბნები, სადაც კომუნისტების კანდიდატმა ვერც ერთი ხმა მიიღო:
ესენია: არცევის, რეხის, ბოშურის, ყველანთუბნის, არაშენდას, ორთაშენის, შინდისის, სათემოს, კვარხეთის, შავშვების, ხურვალეთის, ასევე, დევნილთა დასახლებების: სკრის, ბერბუკისა და ხურვალეთის დასახლებების უბნები.
ალეკო ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში სტალინის ძეგლს საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დადგამდა და გადადგებოდა.
ფოტოზე: ალეკო ლურსმანაშვილი ადგილობრივი კომუნისტების ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი არჩილ ჯირკველიშვილის ფოტოთი. არჩილ ჯირკველიშვილი მოქმედი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მამა იყო.