ქუთაისის საოლქო კომისია 14 საჩივარს განიხილავს

1070

ქუთაისის 59–ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიაში არჩევნების დღეს 18 სარჩელი შევიდა.

არჩევნების მეორე დღეს კომისიაში  დამატებით 2 საჩივარი შევიდა.

„საიამ“ 13 საჩივარი დაარეგისტრირა, ერთ საჩივარი დაწერა „სამართლიანმა არჩევნებმა“. ჯამში, საოლქო კომისიას  34 საჩივრის განხილვა მოუწევს.

დღეს კომისიას  14 საჩივრის განხილვას გეგმავს.

მეოცე უბანზე დაფიქსირებული დარღევის განხილვას ინციდენტი მოყვა. შემთხვევა, რომელიც საკონტროლო ფურცელზე კომისიის წევრის გვარის გამორჩენას უკავშირდება,  „სამართლიანი არჩევნებმა“ გაასაჩივრა. კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და თავმჯდომარეს  გაფრთხილება მიეცა.  საჩივრის გამო უბნის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგებელი დაწყევლა, რასაც განხილვაზე ხმაური მოყვა.

კომისიის წევრებმა შენიშვნა გამოთქვეს. მათი განცხადებით,  პრობლემას ქმნის ის, რომ უბნების თავმჯდომარეები წლების განმავლობაში მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

წყარო: ნიუპრესი